"სამწუხაროდ, უკვე არაერთგზის გვიწევს სიყალბითა და მოტყუებით შეთხზული პოზიციის გაქარწყლება. ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მრავალი მცდელობის
სანაცვლოდ, რომელიც მიმართული იყო საკითხის მორიგებით დასრულებისკენ, მხოლოდ ცრუ დაპირებებს ვიღებდით.
სიცრუეა ის, რომ დავა ინიცირებული იყო რომელიმე რეჟიმის მიერ, ასევე რომ თითქოს ვიღაც აფერხებდა მოლაპარაკების პროცესს. ჩვენ ხელთ გვაქს სიმართლის
დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები. ბიზნეს ფედერაციის შენობა, ფოთის წისქვილკომბინატი, თამბაქოს ფაბრიკა, უნივერმაღი თბილისი - მცირე ჩამონათვალია რიგი აქტივებისა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ იდუმალებით მოცულ ვითარებაში აღმოჩნდა ბატონ ვანო ჩხარტიშვილის ხელში. დარწმუნებული ვართ, მივაღწევთ სამართლიანობას. ამასთან ჩვენ, მის წინააღმდეგ დასავლეთში სასამართლო პროცესებს ვაგრძელებთ.
წინა ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო კანონიერი გზით ინტერესების დაცვა. გვჯერა, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა წარმოადგენს აღნიშნული საკითხის ობიექტურად და მიუკერძოებლად გადაწყვეტის გარანტიას",-ნათქვამია პატარკაციშვილების ოჯახი განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში ვანო ჩხარტიშვილი აღნიშნავს, რომ ინა გუდავაძესთან ქონებრივ აქტივობებზე წარმოშობილი გაუგებრობა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ იყო ინიცირებული.
ჩხარტიშვილის განცხადების მიხედვით, "ინა გუდავაძეს შესთავაზა, სადავო საკითხები მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიების მეშვეობით გადაეწყვიტათ, თუმცა მოლაპარაკებები გიგი უგულავამ ჩაშალა".
მასალის გამოყენების პირობები






