,,არ არის საჭირო, დაწვრილებით უამბო მოძღვარს, რა სცოდე და ვისთან“ - პატრიარქი
რელიგია - 15:26, 08 Mar, 2015     25787
ღმერთი შეუნდობს ადამიანს ცოდვებს, რომელსაც იგი აღიარებს. აღასრება არის პირადი და ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანაშაული - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა ადამიანის ცხონების გაზაზე, აღსარების, როგორც უდიდესი ქრისტიანული საიდუმლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა უფლის მიერ, რომ არ ყოფილიყო აღასრება.

მისი თქმით, ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა, გული წრფელი და წმინდა უნდა ჰქონდეს ადამიანს. ,,ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ერთს ფიქრობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ლაპარაკობს. ასეთი ადამიანი ჭრელია", - ბრძანა უწმინდესმა.

ილია მეორის თქმით, ადამიანებში აღსარების მოთხოვნილება უძველესი დროიდან არსებობს, ჯერ კიდევ წარმართულ დროში ადამიანი თავის ცოდვებს ზღვის ტალღებს უყვებოდა, ხოლო ებრაელები ვაცს უამბობდენენ, რომელსაც შემდეგ უდაბნოში უშვებდნენ. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, მართლმადიდებელი ეკლესია აღსარების საიდუმლოს გზით ადამიანს განწმენდის საშუალებას აძლევს და ამისთის თავად ადამიანი უნდა იყოს მზად, უნდა გინიცადოს საკუთარი ცოდვა. ,,არ არის საჭირო, დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, ვისთან ჩაიდინა ცოდვა და გამოდის, რომ ის თავის კი არა, სხვის აღსარებას ამბობს. აღსარება უნდა იყოს პირადი. ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანაშაული", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ყველაზე რთულია საკუთარ თავთან ბრძოლა, რათა ვნებებისა და ცოდვებისგან განიწმინდოს ადამიანი.

,,სხვასთან ბრძოლა ადვილია, საკუთარ თავთან კი ძნელი. ადამიანი ხშირად ვერ ხედავს საკუთარ ცოდვებს, და თუ ხედავს, ამართლებს მათ", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა საქართველოში მყოფი ასურელები და მათი მოძღვარი, მამა სერაფიმე დალოცა. უწმინდესმა საქათველოს ისტორიაში ასურელი მამების ღვაწლზე საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სწორედ ასურელმა მამებმა, საკუთარი ღვაწლით გადაარჩინეს საქართველო მონოფიზიტობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42