ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულს, ივანე ბეგიაშვილს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
მას შემდეგ რაც ბეგიაშვილი თანხას გადაიხდის, ის საპატიმროს დატოვებს.
პროკურატურა გედენიძის ცემაში ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
ცნობილია, რომ პროკურატურა მოსამართლის განჩინებას გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი გედენიძეს 4 მარტს რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული გამო ივანე ბეგიაშვილი დააკავა. გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები






