დისკრიმინაციის აკრძალვის თემაზე პროკურორებისთვის ტრენინგი ჩატარდა
სამართალი - 17:46, 06 Mar, 2015     1343
საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სახელმწიფოს პროცესუალური ვალდებულებებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის თემაზე პროკურორებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ორდღიანი სწავლების ფარგლებში, განხილული იყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია, საქართველოს კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა - დისკრიმინაციასთან ბრძოლის თემაზე.

პროექტი ევროსაბჭოს მხარდაჭერით - ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროექტის „ადვოკატთა და ადამიანის უფლებების დამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენებისათვის“ ფარგლებში განხორციელდა.

ტრენინგი თეორიულ სწავლებასთან ერთად, დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით. მოწვეულმა ექსპერტებმა პროკურორებს გააცნეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემა, კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ, ევროპული კონვენციის მიხედვით დისკრიმინაციისგან დაცვის წყაროები, პროცესუალური ვალდებულებები და სახალხო დამცველის აპარატის უფლებამოსილება. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა რეალური მაგალითი განიხილეს და იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარეს.

განხორციელებულ სასწავლო აქტივობაში პროკურატურის სისტემის სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოებიდან 21 პროკურორი იღებდა მონაწილეობას. ევროსაბჭოსთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დისკრიმინაციის აკრძალვის თემაზე პროკურორების სწავლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.




ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42