ორგანიზაცია The Salvation Army სოციალურ ქსელებში პოპულარული კაბის გამოყენებით ოჯახური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეეცადა. ორგანიზაციის მიერ შექმნილ პოსტერზე ცნობილ კაბაში გამოწყობილი ქალია გამოსახული, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნება. კაბა ამჯერად ოქროსფერი და თეთრია. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის პოსტერზე ვკითხულობთ: „რატომ არის ასე რთული შავისა და ლურჯის დანახვა“?
როგორც პოსტერზეა აღნიშნული, ერთადერთი ილუზია არის ის, რომ ეს ამ ქალის არჩევანია გვგონია.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კაბის ირგვლივ წამოჭრილი დებატები, სწორედ ილუზიას უკავშირდებოდა და ზოგი ლურჯ-შავად ხედავდა, ზოგიც კიდევ ოქროსფერად და თეთრად.
სოციალურ ქსელებში კაბის ფერის განხილვაშიც ასობით ათასი ადამიანი ჩაერთო. ინტერნეტმომხმარებლები კაბის ფერზე კამათმა ორ ბანაკად გაყო, ნაწილი მიიჩნევდა, რომ კაბა ოქროსფერი და თეთრი იყო, ნაწილი ამტკიცებდა, რომ ლურჯი და შავი იყო.
The Salvation Army ადამიანებს ქალებზე ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ ყოველი 6 ქალიდან 1 ძალადობის მსხვერპლია.


წყარო http://17maisi.org/
მასალის გამოყენების პირობები






