ჟანა ნემცოვა: ,,რუსეთის ოპოზიციას თავი მოჰკვეთეს“
მსოფლიო - 17:25, 06 Mar, 2015     1994
რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის ქალიშვილი ჟანა ნემცოვა აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე არ დაკავშირებიან მოკლულის ახლო ნათესავებს. ის დარწმუნებულია, რომ მამამისი პოლიტიკური საქმიანობის გამო მოკლეს და ეჭვი ეპარება, მისი მკვლელობა გამოძიებულ იქნას. ამის შესახებ ჟანა ნემცოვა The Times-თან ინტერვიუში აცხადებს.

,,მე ვიცი, რომ ის ბევრს უყვარდა. მე ის ყველაზე მეტად მიყვარდა და ახლა ძალიან მიჭირს... მე ძლიერი ვარ, როგორც მამაჩემი, მაგრამ ყოველთვის არა. მე არჩევანი არ მაქვს, რადგან მამა აღარ მყავს. მისი დაჭერა შეუძლებელი იყო, რადგან ის ძალიან პატიოსანი ადამიანი იყო. შესაბამისად, მიზეზი ვერ მოუძებნეს. ვფიქრობ, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა პოლიტიკური მოტოვებით. ვინმე რომ დავადანაშაულო, საჭიროა მტკიცებულებები, მაგრამ მე მტკიცებულებები არ გამაჩნია. ეს მხოლოდ ჩემი შეგრძნებებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის გახდა საკუთარი პრინციპებისა და მოქმედებების მსხვერპლი. ვიცი, რომ ოფიციალური პირები გამოთქვამენ აზრის, რომ ის არ იყო საშიში, მაგრამ რა მიზნით უნდა მოკლა ოპოზიციის ლიდერი, თუ ის საშიში არ არის? ვფიქრობ, ამ დაუნდობელი და უსირცხვილო მკვლელობის შემდეგ რუსეთის ოპოზიცია თავმოკვეთილია. ადრე ხალხს ეშინოდა, ამჯერად მათ უკვე ასჯერ მეტად ეშინიათ. მე არ ვენდობი ოფიციალურ გამოძიებას. არც დედაჩემი, არც ბებიაჩემი, არც ჩემი ძმა, არც მამაჩემის და-ძმა ჯერ-ჯერობით გამოძიებას არ დაკონტაქტებიან“ - აცხადებს ჟანა ნემცოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42