ერთერთი აქტივისტის განცხადებით, იმის გასაგებად , თუ რას გრძნობენ ავღანელი ქალები ისიც საკმარისია, რომ ფარანჯა ჩაიცვა და ქუჩაში გახვიდე.
მამაკაცების მარში 8 მარტის მიეძღვნა, აქციამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ქუჩაში შემხვედრთაგან ზოგიერთმა აქციის გამომსახველობით ფორმაზე იცინა, ზოგი გაბრაზდა, ზოგიერთის აზრით კი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა საბოლოოდ პროსტიტუციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ავღანეთში უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში ადამიანთა უფლებების დამცველმა დამოუკიდებელმა კომისიამ ძალადობის 4250 ფაქტი დააფიქსირა. აქედან 50 მკვლელობაა, 40 სექსუალური ძალადობა, მათ შორის ჯგუფური გაუპატიურება, 85 შემთხვევა არასრულწლოვანის დაქორწინებას ეხება, 16 ქალის გაყიდვას, 1129 კი ფიზიკურ ძალადობას. ეს მხოლოდ ის ფაქტებია , რომლის შესახებაც კომისიამ ინფორმაცია მოიძია, ძალადობის ფაქტების რეალური რაოდენობა კი გაცილებით დიდია.

ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






