"პატიმარს ანთებული სიგარეტი ჩააწვეს, თან დასცინოდნენ" - რა მოხდა გლდანის ციხეში
სამართალი - 14:02, 06 Mar, 2015     3107

სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის ო.გ.–ს მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მთავარ პროკურორს მიმართავს.

ამის შესახებ ნანუაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მსჯავრდებულის განმარტებით, 2015 წლის 18 თებერვალს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორებმა და უსაფრთხოების ოფიცრებმა ჩაიყვანეს ადმინისტრაციული კორპუსის საკარანტინო განყოფილებაში, სადაც გააშიშვლეს და გაჩხრიკეს, შემდეგ შეიყვანეს დეესკალაციის ოთახში, სადაც კვლავ შეამოწმეს, რის შემდეგაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების თანამშრომელებმა მას მხრის სარტყლის წინა ზედაპირზე ანთებული სიგარეტით მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და თან დასცინოდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მსჯავრდებულის N8 დაწესებულებაში მონახულებისას ო. გ–ს ორივე მხრის სარტყლის წინა ზედაპირებზე ოვალური ფორმის დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ო.გ.-ს მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე; დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად; და ასევე, დროულად მოხდეს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების ამოღება“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42