სამინისტრო ორ სამსახურად იყოფა, ე.წ უდოს კომისია უქმდება- ცვლილებები მღებრიშვილის უწყებაში
სამართალი - 13:01, 06 Mar, 2015     936
პარლამენტში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებაზე მსჯელობა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა პარლამენტს "პატიმრობის კოდექსში" შესატანი ცვლილებები და მისი თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით წარუდგინა.


წარდგენილი ცვლილებების თანახმად, უქმდება სასჯელაღსრულების არსებული დეპარტამენტი და მის ნაცვლად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - პენიტენციური დეპარტამენტი ყალიბდება.

სამინისტრო ორ მიმართულებად - სამოქალაქო სამსახურად და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად იყოფა. სამოქალაქო სამსახურში ე.წ. დამხმარე ფუნქციების მქონე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ერთიანდება. აღნიშნული ქვედანაყოფები საჯარო მოსამსახურეებით დაკომპლექტდება, რომელთაც სპეციალური წოდებები არ ექნებათ და სპეციალური მომზადების კურსების გავლა არ მოეთხოვებათ.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში პენიტენციური დაწესებულებები და სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფები გაერთიანდება, რომელთა საქმიანობაც სასჯელის უშუალო აღსრულება და მასთან უშუალოდ დაკავშირებული ძირითადი ფუნქციებია. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები არიან სპეციალური სტატუსის მქონე (პოლიციელთან გათანაბრებული), წოდების მქონე, სპეციალურად მომზადებული პირები. პენიტენციურ დეპარტამენტს მინისტრის მიერ დანიშნული გენერალური დირექტორი უხელმძღვანელებს.


ამასთან, უქმდება სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია. ეს ფუნქცია მხოლოდ ადგილობრივ საბჭოებს დარჩება, რომელთა გადაწყვეტილებების გადახედვის უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს.
წარმოდგენილი ცვლილებებით ევროპის საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსების ვადა 20 დღიდან 14 დღემდე მცირდება.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42