გამოცემა „როიტერი“ რუს ოპოზიციონერ, ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით მორიგ ვერსიას ავრცელებს და შესაბამისი დოკუმენტაციის შინაარსზე საუბრობს.
ნემცოვის მეგობრის, ჟურნალისტ ოლგა შორინას ინფორმაციით, გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ნემცოვმა მას უკრაინასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაანდო და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარუდგინა.
შორინას თქმით, დოკუმენტები ეხება აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცების მიერ მიწოდებულ ონფორმაციაზე დაყრდნობითაა შედგენილი და რომლებიც რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელების დახოცვას ადასტურებენ.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსი ჯარისკაცების არსებობაზე მუდმივად საუბრობენ, თუმცა ამის დამამტკიცბელი საბუთები არ არსებობდა.
ფაქტთან დაკავშირებით, „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში დოკუმენტებისა და ჩანაწერების ნამდვილობის დადგენა შეუძლებელია.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






