- განაცხადა გიგი უგულავამ ფინანსთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ. იგი წუხლს გამოთქვამს, რომ მხოლოდ 700 ადამიანის დასაქმება შესძლო და მომავალში თუ ვერ დაასაქმებს კიდევ უფრო მეტ ადამიანს, შეეცდება დახმარება მაინც აღმოუჩინოს მათ.
"ეს არის კლასიკური შემთხვევა აღვირახსნილი პოლიტიკური დევნის, მინდა მივმართო გამოძიებას რა ნიშნით არის დანიშნული კოკა გუნცაძე და მრავალი ასეთი ადამიანი, მათ შორის მოჭიდავე ელდარ კურტანიძე პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელად და რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. იგივე ლოგიკით ფაინანსთა სამინისტრომ ანალოგიური ბრალდება უნდა წაუყენოს მათ, ვინაიდან მათი ხელფასი ათჯერ და ასჯერ აღემატება დასახელებული თანამშრომლების ხელფასებს.
უგულავას ინფორმაციით, დაკითხულია თბილისის საკრებულოს თითქმის ყველა წევრი, რომეიც ნაციონალური მოძრაობიდანაა არჩეული, დაკითხულია 300-400 თანამშრომელი "თბილსერვის ჯგუფი"-დან და კიდევ 750-მდე თანამშრომელი უნდა იყოს დაკითხული.
მისთვის გაუგებარია, რატომ გაკეთდა ეს განცხადება ახლა, თუ გამოძიება ჯერ არაა დასრულებული. იგი დარწმუნებულია რომ სასამართლოზე გამოჩნდება ტყუილი და მართალი. უგულავამ შესთავაზა გამოძიებას, რომ არ მოცდეს ამ ხალხის დაკითხვაზე და მზადაა პირადად მისცეს ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს.
მასალის გამოყენების პირობები






