აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შევიდა
მსოფლიო - 16:26, 05 Mar, 2015     1529

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება ძალაში დღეს შევიდა. მხარეების მიერ, რატიფიცირებული დოკუმენტების გაცვლის ცერემონიალი, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ცერემონიაზე, აფხაზეთის მხარეს რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ოფიციალური ელჩი, იგორ ახბა, ხოლო რუსეთის მხარეს კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი წარმოადგენდნენ.

ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის მიხდვით, ის ძალაში მაშინ შევიდოდა, როცა მხარეები სარატიფიკაციო სიგელების გაცვლას მოახდენდნენ. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკას შორის, თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო სივრცის შექმნას ითვალისწინებს, ძალაში 2015 წლის 5 მარტს შევიდა.

შეგახსენებთ, ხელშეკრულებას ხელი რუსეთისა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მისი რატიფიცირება 22 დეკემბერს მოახდინა. რაც შეეხება რუსეთს, ხელშეკრულების რატიფიცირებას რუსეთის დუმამ მხარი 2015 წლის 23 იანვარს, ხოლო ფედერაციულმა საბჭომ კი 28 იანვარს დაუჭირა.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42