"იმჟამინდელი უფროსის ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით ამ სამსახურში ფორმალურად შექმნეს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც 2 წლის განმავლობაში ფიქტიურად დასაქმდა პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არცერთი დღე არ უმუშავიათ, რადგან ისინი როგორ წესი, დასაქმებულები იყვნენ სხვადსხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პარალელურად პარტიულ საქმიანობას ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ. გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს ჯგუფის საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს ხიზანეიშვილს, იგი ამჯამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს. გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხს", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






