„დავასრულეთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის სისტემური შესწავლა, იკვეთება გარკვეული ხარვეზები. სახეზეა დაგვიანების უარყოფითი დინამიკა. ჩვენ შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, მას შევთავაზებთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უწყებას და თუ ეს გეგმა განხორციელდება უახლოეს მომავალში ვიგრძნობთ დადებით შედეგებს.
სასწრაფოს გამოძახებიდან მათ ადგილზე მისვლამდე ხშირად ძალიან დიდი დრო იხარჯება, სასწრაფოს ბრიგადებს არ აქვთ მოტივაცია შეასრულონ ბევრი გამოძახება, როდესაც დისპეჩერს უნდა მიუვიდეს განთავისუფლების სიგნალი, ეს იწელება საშუალოდ 15 წუთი, რაც ქმნის სურათს, თითქოს ბრიგადების რაოდენობა არის არასაკმარისი. მისაღებია სისტემური გადაწყვეტილებები და ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ უწყებას შესაბამისი რეკომენდაციები“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
ეს განცხადება დავით სერგეენომ ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები