ამის შესახებ კობიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
„აქ ორი საკითხი იკვეთება. ცალსახაა, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რადგან მხოლოდ იმ განცხადებების აღება, რომელიც უკავშირდება მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ინიცირებას, ეს ამ ინიციატივის პოლიტიკურ საკითხზე მიუთითებს. ეს ინიციატივა შეიძლება გახდეს საშიში და ადამიანების უფლებების დამრღვევი, იმდენად რამდენადაც ეს პოლიტიურმა ძალამ არაერთხელ დაანონსა. აქ ელემენტარული ირღვევა თანასწორობის პრინციპი. მაშინ პირველ ოქტომბრამდე რა განცხადებებიც იქნა შესული ისინი არ უნდა იქნას შესწავლილი? აქედან გამომდინარე ამას პოლიტიკური ელფერი აქვს და ამ ე.წ. პოლიტიკური წინასაარჩევნო დანაპირების აღსრულების დაწყება, პროკურატურის მეშვეობით, წარმოადგენს პროკურატურის პომპეზურების კიდევ ერთ ნიშნანს, რაც შემაშფოთებელი იქნება საერთაოშირსო პარტნიოებისთვის, რადგან ადგილი ექნება ადამიანის უფლებების დარღვევას“, - აცხადებს კობიძე.
კობიძე არ გამორიცხავს, რომ ახალი დეპარტამენტის შექმნამ სასმართლოს დისკრედიტაცია და მოსამართლეებზე ზეწოლის რისკი გამოიწვიოს.
„ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში საქმე გვექნება პროკურატურის მხრიდან ისეთი საქმეების ხელახლა გადამოწმებასთან, რომელზეც დადგენილია უკვე სასამართლოს განაჩენი. გამოდის, რომ ე.წ. სამართლიანობის აღსადგენას პროკურატურამ უნდა ჩაატაროს ისეთი ღონისძიებები და დადოს ისეთი ხასიათის დასკვნა, რომელიც ამ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს ეჭვქვეშ დააყენებს და გამოსატანი იქნება ახალი სასამართლო გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ სასამართლოს გადაწყვეტილებებით მიღებული შედეგების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით. ეს ერთის მხრივ სასამართლოს დისკრედიტაციას გამოიწვევს. ამან შეიძლება მოსამართლეებზე ზეწოლის რისკი გამოიწვიოს. ამ ინიციატივის ეხლა გაჟღერება, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც უზენაეს სასამართლოს თავმდომარე აღარ ჰყავს და წარდგენილი კანდიდატიც ასე თუ ისე კითხვებს ბადებს მის კეთილსინდისიერებაზე, ეს არის პიარინიციატივა, რომელიც მიზანდ ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ეს იქნება პროკურატურის გამოყენების მცდელობა როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის“, - განაცხადა კობიძემ.
„რეფორმატორთა კლუბის“ წარმომადგენელი დეპარტამენტის არსებობის საჭიროებას ვერ ხედავს. მისი თქმით, ადამიანს რომელსაც მიაჩნია, რომ მისი უფლებები დარღვეული იქნა და ამ საქმეებზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, ისედაც შეუძლია განაჩენის გადასინჯვა მოითხოვოს.
„მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს პროკურატურას და ხელახლა იქნას გამოძიებული საქმე. სპეციალური დეპარტამენტის შექმნა პოლიტიკური მიზნებითაა განპირობებული, მითუმეტეს ამ უფლებამოსილებებს ჩვენ გამოკვეთილად ვაძლევთ პროკურატურას, არსებობს რისკი იმისა, რომ მთავრობის მითითებით პოლიტიკური დევნისთვის იყოს გამოყენებული“, - აცხადებს კობიძე „ნიუპოსტთან“ საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






