„2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისთვის, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე სისხლის სამართლებრივი დევნა 367 საჯარო მოხელისა და მასთან დაკავშირებული პირის მიმართ დაიწყო“, - ამის შესახებ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ორი წლის მანძილზე ათასზე მეტი დანაშაულებრივი ეპიზოდი იქნა გამოვლენილი.
"367 საჯარო მოხელის მიმართ დევნის დაწყება არ გულისხმობს, რომ მხოლოდ 367 დანაშაულებრივი ფაქტი იქნება გამოძიებული, რადგან ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე პირიდან, პირთა ჯგუფის მიერ ხდებოდა არაერთი დანაშაულის ჩადენა. ორი წლის განმავლობაში დანაშაულები ძირითადად ჩადენილი იყო ჯგუფურად, ხშირ შემთხვევაში, ზემდგომი თანამდებობის პირის უშუალო კონტროლის ქვეშ და ცალკე შემთხვევაში უშუალო მონაწილეობითაც", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






