აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით საერთაშორისო თანამეგობრობასთან შეთანხმების მისაღწევად ირანმა ბირთვული პროგრამა სულ მცირე ათი წლით უნდა გაყინოს.
ობამას თქმით მოლაპარაკების შანსი მცირეა, თუმცა ნებისმიერი ალტერნატივა უარესი იქნება.
აღნიშნული განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა სააგენტო „როიტერსთან“ საუბრისას გააკეთა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფიმ ობამას წინადადებას „მიუღებელი“ უწოდა.
აშშ და კიდევ ხუთი წამყვანი ქვეყანა ირანთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს რომლის ფარგლებშიც თეირანი თავის ბირთვულ პროგრამას სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ შეზღუდავს. მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას და ირანს შეთანხმების ჩარჩოს მისაღწევ ვადად მარტის ბოლო აქვთ დანიშნული, საბოლოო შეთანხმება კი 30 ივნისამდე უნდა გაფორმდეს.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






