რუსი ოპოზიციონერის სამოქალაქო პანაშვიდი დასრულდა , ბორის ნემცოვის ცხედარი მოსკოვის სახაროვის ცენტრიდან გამოასვენეს. ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი დაესწრო მათ შორის რუსეთის ვიცე-პრემიერი, არკადი დვორკოვიჩი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიკოლაი ფიოდოროვი და პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ნატალია ტიმაკოვა. პანაშვიდზე არ მისულან რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები პუტინი და მედვედევი.
რუსი ოპოზიციონერის პანაშვიდს დაესწრო უცხოეთის ქვეყნების დიპლომატებიც, მათ შორის აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ ტეფტი.
ბორის ნემცოვი ტროეკუროვის სასაფლაოზე გადაასვენეს, სადაც ადგილობრივი დროით 15:30 საათზე დაკრძალვის ცერემონია გაიმართება.
ბორის ნემცოვთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მივიდა. პანაშვიდზე მისულთა რიგების მოსაწესრიგებლად სამარტალდამცავების დახმარება გახდა საჭირო.





ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






