რუსული მედიის ინფორმაციით რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის სავარაუდო მკვლელმა ასლან ალხანოვმა 28 თებერვალს საკუთარ სახლში თავი მოიკლა. აღნიშნულ ინფორმაციას ვერსია.რუ ავრცელებს და ძირითად აქცენტებს „დროულ თვითმკვლელობაზე“ აკეთებს. ბლოგერ ტატიანა ვოლკოვას განცხადებით „იმისდა მიუხედავად რომ ძიება ცხელ კვალზე დაიწყო ალხანოვის თვითმკვლელობის გამო, საქმის სასამართლო პერსპექტივა საეჭვო ხდება“
ვოლკოვა აქცენტს კვლავ მკვლელობის უკრაინულ ვერსიაზე აკეთებს და აცხადებს, რომ პეტრო პოროშენკომ „შეასრულა“ თავისი ნათქვამი, რომ „ადრე თუ გვიან მკვლელები დაისჯებიან“. ვოლკოვას თქმით მკვლელი დაისაჯა, მაგრამ შემკვეთების დასჯას პოროშენო ვერ შეძლებს რადგან კვალი უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭომდე მიდის. ამასთანავე ვერსია.რუ ყურადღებას ნემცოვის მეგობარი ქალის ანა დურნიცკაიას წარსულზეც ამახვილებს და აცხადებს რომ მას ახლო ურთიერთობა ქონდა ბატალიონ „დნეპრ1“-ის მეთაურთან იური ბერიოზოსთან და დნეპროპეტროვსკელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკთან.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






