დამკვეთი-უკრაინა, შემსრულებელი- ჩეჩნები - რუსულმა მედიამ ნემცოვის მკვლელობა "გახსნა"
მსოფლიო - 11:33, 03 Mar, 2015     10044
რუსულ მედიაში ნემცოვის მკვლელობის ვერსიებიდან, აქტიურად იმ ვერსიის ლობირება ხდება, სადაც ნემცოვის მკვლელობას უკრაინასთან აკავშირებენ და მკვლელობის მიზნად პუტინის დისკრედიტაცია განიხილება. ამ ვერსიას აქტიურად აშუქებს სახელმწიფო მედიაც.

რუსული მედიის ინფორმაციით- ბორის ნემცოვის საქმეზე მომუშავე გამომძიებლების ერთ-ერთი ვერსიით რუსი ოპოზიციონერი უკრაინული სპეცსამსახურების დაკვეთით, ჩეჩენმა მებრძოლებმა მოკლეს, კერძოდ კი ჯოხარ დუდაევის ბატალიონის წევრებმა.

მათი ინფორმაციით მკვლელობის ორგანიზატორები შეიძლება ყოფილიყვნენ დუდაევის დანაყოფის ყოფილი მეთაური ადამ ოსმაევი, რომელიც პუტინზე თავდასხმის მზადების საქმეშიც ფიგურირებდა და მისი მეუღლე ამინა ოკუევა. მკვლელობის მიზანი კი რუსული ხელისუფლების დისკრედიტაცია და პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია.

რუსული სპეცსამსახურები ამ დროისთვის ნემცოვის მკვლელობის მომზადებაში და შესრულებაში მონაწილე ადამიანების რაოდენობას ადგენენ.

შეგახსენებთ, ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონი უკრაინაში ოფიციალური კიევის მხარეს იბრძვის და მისი მეთაური, ერთი თვის წინ გარდაცვლილი ისა მუნაევი იყო.

ანალიტიკოსების აზრით, ნემცოვის მკველეობით და შემდეგ მსგავსი ვერსიების გავრცელებით, პუტინის რეჟიმმა ორმაგი სარგებელი მიიღო, თავიდან მოიშორა რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი და ამასთანავე ხელს უწყობს ოფიციალური კიევის და უკრაინაში მებრძოლი ჩეჩნების დისკრედიტაციას.





ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42