მოსკოვის სასამართლომ, ალექსეი ნავალნის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცა.
სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პატიმრობის შეჩერება იმ შემთხვევაში ხდება, თუკი გარდაცვლილი ახლო ნათესავია. ნავალნისა და ნემცოვს კი ნათესაური კავშირი არ აკავშირებდათ.
ალექსეი ნავალნის ადვოკატებმა, მოსკოვის სასამართლოს შუამდგომლობით დღეს დილით მიმართეს. ისინი ნავალნისთვის, ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე დასწრების უფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, მოსკოვის სასამართლომ, რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზეზით, ადმინისტრაციული სასჯელი დააკისრა და 15 დღიანი შინაპტიმრობა მიუსაჯა.
27 თებერვალს მომკლულ ოპოზიციონერ, ბორის ნემცოვს ხვალ ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალავენ, სამოქალაქო პანაშვიდები კი სახაროვის ცენტრში გაიმართება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






