„ გამოძიება, ახალი დეტალების დადგენას ცდილობს, ჩემი კლიენტი კი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, პოლიგრაფით დაკითხვა მისთვის დამატებითი სტრესი იქნება“- განაცხადა ადვოკატმა.
თავად, ანნა დურიცკაია აცხადებს, რომ მას არც მკვლელი უნახავს და არც მანქანის სერია ახსოვს.
„დაახლოებით 23:15 სააზე ბორისის სახლში მივდიოდით. როცა ხიდის ნახევარი გავიარეთ, მკვლელობაც მაშინ მოხდა. მკვლელის სახე არ დამნახავს, რადგან ზურგით იდგა. არ ვიცი ვინ არის მკვლელი, თუმცა არ მჯერა რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა“- განაცხადა დურიცკაიამ.
მისივე თქმით, მანქანის დანახვა მოასწრო, თუმცა შემთხვევის ადგილი იმდენად სწრაფად დატოვა, რომ ნომრისა და სერიის დამახსოვრება ვერ მოსაწრო.
უკრაინელი მოდელის თქმით, გამოძიების გამო რუსეთის დატოვებას ვერ ახერხებს. დურიცკაია არც ბორის ნემცოვის დაკრძალვას დაესწრება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მოძრაობა „Солидарность“ დამფუძნებელი, ბორის ნემცოვი 27 მთებერვალს, მოსკოვის ცენტრში, მოსკვორეცკის ხიდზე მოკლეს. მას ავტომობილიდან ესროლეს. მკვლელობის დროს მის გვერდით, უკრაინელი მოდელი ანა დურიცკაია იმყოფებოდა.
ნემცოვს ხვალ, ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალავენ, სამოქალაქო პანაშვიდები კისახაროვის ცენტრში გაიმართება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






