მოსკოვის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა მასალა გამოძებისთვის ხელმისაწვდომია, რადგან ბორის ნემცოვის მკვლელობის ღამეს, სათვალთვალო კამერები გამართულად მუშაობდა და 27-28 თებერვალს, კამერებს არავითარი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია.
„კამერები, რომლებიც კრემლთან არის დამონტაჟებული, სპეცობიექტად ითვლება და მას ფედერალური სტრუქტურები ამონტაჟებდნენ. შესაბამისად, „მათზე წვდომაც მხოლოდ მათ აქვთ“- აცხადებენ დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მოძრაობა „Солидарность“ დამფუძნებელი, ბორის ნემცოვი 27 მთებერვალს, მოსკოვის ცენტრში, მოსკვორეცკის ხიდზე მოკლეს. მას ავტომობილიდან ესროლეს.
დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ბორის ნემცოვის მკვლელობის მომენტში სარემონტო სამუშაობების გამო, ახლომდებარე შენობებზე კამერების უმრავლესობა გამორთული იყო.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






