უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით, „ბოევიკები“ სამხედრო ტექნიკის გაყვანის იმიტაციას ახდენენ.
მისი თქმით, სეპარატისტებს დღისით ტექნიკა გაყავთ, ღამე კი კვლავ სადემარკაციო ხაზთან აბრუნებენ.
ლისენკოს განცხადებით, „ბოევიკები“ ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზებას მარიუპოლის, არტემოვსკისა და ლუგანსკის მიმართულებით ახორციელებენ. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარებაა ნოვოაზოვსკში, რომლის მიმართულებითც უკვე თავმოყრილია 600 რუსი დაქირავებული ჯარისკაცი და 20 ტანკი.
მისივე თქმით, დებალცევოს შემოგარენში სეპარატისტები ცეცხლს არ წყვეტენ და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს კვლავ უტევენ.
ამავდროულად, „ბოევიკები“ აცხადებენ, რომ მათ სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესი, უკვე დაასრულეს.
გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინული მხარის პოზიციები პრორუსულმა სეპარატისტებმა 34-ჯერ დაბომბეს. იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






