
რუსეთის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელის განცხადებით, რუს ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი შესაძლოა არაპროფესიონალის მოკლულია. მისი განცხადებით, მკვლელმა ნემცოვს 6 ტყვია ესროლა, აქედან ორი ააცილა, ოთხი კი ზურგის არეში მოხვდა, რისშედეგადაც ნემცოვი ადგილზევე გარდაიცვალა.
რუსული მედია ბორის ნემცოვის მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე წერს. სავარაუდოდ, ნემცოვი პროფესიონალი ქილერის მოკლულია.
ერთერთი ვერსიით, ნემცოვის მკვლელობაში უკრაინული ინტერესები იკვეთება. izvestia.ru -სინფორმაციით, ნემცოვი უკრაინელმა ოლიგარქებმა მოიშორეს. უკრაინელებმა მას რუსულსაზოგადოებაში განხეთქილების შესატანად ფული გადაუხადეს, თუმცა ნემცოვმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და სწორედ ამიტომ მოკლეს.
მეორე ვერსიით, ნემცოვის მკვლელობის მიზანი ხელისუფლებაზე დარტყმის მიყენება იყო. საშინაო და საგარეო ოპონენტებმა ის რუსეთში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად მოკლეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ მისი მკვლელობა საზოგადოების პროტესტს გამოიწვევდა.
მესამე ვერსია ეჭვიანობას უკავშირდება, გამოცემა ნემცოვისა და უკრაინელი მოდელის ურთიერთობაზეც წერს.
აღსანიშნავია, რომ რუსულ პრესაში, ბორის ნემცოვის მკველეობის ერთ-ერთ ვერსიად აქტიურად განიხილება ე.წ. ჩეჩნური კვალი.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მოძრაობა „Солидарность“ დამფუძნებელი, ბორის ნემცოვი 27 მთებერვალს, მოსკოვის ცენტრში, მოსკვორეცკის ხიდზე მოკლეს. მას ავტომობილიდან ესროლეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






