რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის ხსნოვნის მარშში მონაწილე რიგითი მოქალაქეები აღშფოთებას ვერ მალავენ მომხდარის გამო და ისინი რუსეთის ხელისუფლებას პასუხს სთხოვენ. მოსკოველები რუსეთის დედაქალქში ცხოვრებას უკვე სახიფათოდ თვლია, ზოგი მათგანი კი აქციაზე ღიად ამბობდა, რომ მას რამის თქმის ეშინია კიდეც...
არის თუ არა საშიში რუსეთში ცხოვრება მითუმეტეს ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, მარში მონწილეები არ მალავენ რუსეთში შექმნილ მძიმე ვითარებას. ზოგი მათგანი ღიად ამბობს, რომ ეშინია კომენტარის მიცემი:
,,კი... მეშინია კიდეც კომენტარის მოცემის“
,,ეს არის პუტინის საჩუქარი კადიროვისთვის“
,,არ არსებობს არაფრის პერსპექტივა ამ ქვეყანაში... შვილები გვყავს, ოჯახი... სად წავიდეთ... “
,,ვინ ჩაიდინა მკვლელობა, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებთ... თუ ხალხი მოინდომებს, შეცვლის სიტუაციას“
,,მოსკოვი გაყიდულია... ძალა აღარ გვყოფნის... საიდან აქვთ ეს სულელური გამოხტომები... მე აქ დავიბადე... კორუფციაში ჩაფლული ყველაფერი“
,,დამნაშავე პუტინია... ყველა სცენარი კრემლში შემუშავდა."
მასალის გამოყენების პირობები






