მოსკოვში ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში ასი ათასამდე ადმიანს ელოდებიან. აქციის მონაწილეების პოლიტიკოსის მკვლელობის ადგილზე მივლენ და ნემცოვის მკვლელობას გააპროტესტებენ. ამ დროისთვის მოსკოვში უსაფრთხოების წესებია გამკაცრებული, აკრძალულია სატრანსპორტო გადაადგილება.
რუსეთს შს სამინისტროს შესაბამისი სამსახურის განცხადებით, სამგლოვირაო მარშისთვის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც.
მოსკოვში იმ ადგილზე, სადაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოკლეს, ხალხის ნაკადი არ წყდება. ინისი ამბობენ, რომ ნემცოვის მკვლელობა იყო პოლიტიკური შეკვეთა. მოსახლეობა მომხდარზე პასუხს რუსეთის ხელისუფლებას და ვლადიმერ პუტინს სთხოვს.
ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 3 მარტს, მოსკოვში, სახაროვის ცენტრში გაიმართება. პანაშვიდი ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გასტანს. რუს ოპოზიციონერს 3 მარტს მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.








მასალის გამოყენების პირობები






