ბუკოვსკის აზრით ნემცოვის მკვლელობა ისეთმა ადამიანმა ჩაიდინა, რომელსაც საერთოდ არ ეშინოდა სასჯელის,რადგან მკვლელობა მოსკოვის ცენტრში კამერების თვალწინ მოხდა.
”კრემლმა გადაწყვიტა მოეშორებინა ნემცოვი ომის საწინააღმდეგო, ანტიკრიზისული მარშის წინ, პუტინის რეჟიმის გარდა არავინ იყო წამსვლელი იმაზე, რომ ადამიანი კრემლის სიახლოვეს მოეკლა. რადგან ეს ყველაზე დაცული ადგილია. იმას ვინც ეს ჩაიდინა არ ეშინოდა დასჯის.”- აცხადებს ბუკოვსკი.
ბუკოვსკის თქმით, რუსეთის ხელისუფლება ცრუ ვერსიების გააქტიურებას დაიწყებს, რომ თავისი დანაშაული დაფაროს. ფეესბეს დეზინფორმაციების გამავრცელებელი სპეციალური განყოფილება აქვს, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა ვერსიაზე, თითქოს ნემცოვის მკვლელობა პროვოცირებული იყო იმისთვის, რომ პუტინის იმიჯი შეელახათ- აცხადებს ბუკოვსკი.
ბუკოვსკის აზრით ყველას ვისაც თავმოყვარეობა გააჩნია ნემცოვის დაგეგმილ გამოსვლებში უნდა მიიღოს ონაწილეობა.” ეს ჩვენი სამოქალაქო ვალია, ვინც მოსვლას აპირებდა და გადაიფიქრა- მხდალია და მას არსებობის უფლება არ აქვს”- თვლის ბუკოვსკი.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






