ამის შესახებ განცხადება მოსკოვის მერიის წარმომადგენელმა, ალექსეი მაიოროვმა, გააკეთა და გადაწყვეტილების არგუმენტად კანონის მოთხოვნა დაასახელა.
"თუ აქციის ორგანიზატორები სხვა ღონისძიებას გეგმავენ, მაშინ ამის შესახებ მოსკოვის მერიას ოფიციალურად უნდა მიმართონ. კანონის მიხედვით კი, დაგეგმილი ღონისძიების ფუნდამენტალურად შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია. განაცხადი ამის შესახებ მაქსიმუმ 15 და მინიმუმ 10 დღით ადრე უნდა წარმოადგინონ. ხოლო ღონისძიების გაუქმება კანონის მიხედვით სამი დღით ადრე ხდება," - განაცხადა ალექსეი მაიოროვმა.
ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო, რუსმა ოპოზიციონერებმა ხვალ დაგეგმილი ანტიკრიზისული აქცია "გაზაფხული" გააუქმეს. ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მიხაილ კასიანოვმა გააკეთა.
"ტრაგიკული მოვლენების გამო, ანტიკრიზისული მარში, რომელიც ხვალ დილით ქალაქის ცენტრში უნდა გამართულიყო, გავაუქმეთ. ხვალ უფრო მართებული იქნება, თუ ჩვენ პატივს მივაგებთ ბორისს ," - განაცხადა კასიანოვმა.
ნემცოვმა მკვლელობამდე 3 საათით ადრე დაგეგმილი აქციის შესახებ რადიო "ეხო მასკვის" ეთერში ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






