"დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე პირი გამოვლინდეს და ამ საზარელი მკვლელობის მიზეზები დადგინდეს", - განაცხადა ტიმაკოვამ.
გუშინ გვიან ღამით, ცნობილ რუს ოპოზიციონერს, მოძრაობა „Солидарность“ დამფუძნებელს ბორის ნემცოვს უცნობმა პირებმა ავტომანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 55 წლის პოლიტიკოსი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ნემცვი მის მეგობარ ქალბატონთან ერთად, რომელიც უკრაინელი მოდელია, საღმოს კრემლთან სიახლოვეს "ბალშოი კამენსკის" ხიდზე ფეხით გადაადგილდებოდა რა დროსაც უცნობმა პრებმა მას ზურგში 4 ტყვია ესროლეს. მომხდარის შესახებ ჰყვება ფაქტის თვითმხილველი უკრაინელი მოდელი ანა დურიტსკაია, რომელიც სროლის დროს არ დაშავებული. პოლიციამ მოდელი იმავე ღამეს დაკითხა.
მასალის გამოყენების პირობები






