როგორც თავად დურიტსკაია ჰყვება, ის ნემცოვს სავაჭრო ცენტრ ,,გუმში“ ელოდებოდა, მათ საღამოს ერთად ვახშმობა ჰქონდათ დაგეგმილი. დაახლოებით 23:00 საათისთვის წყვილი ქუჩაში ფეხით დაიძრა და ვასილევსკის დაღმართისკენ გაემართნენ. იმ დროს, როცა ისინი კრემლის სიახლოვეს, ბალოტის მოედნისკენ მიდიოდნენ, ხიდზე გამოჩნდა უცნობი ავტომობილი, საიდანაც ნემცოვს ესროლეს.
რუსული მედიის ცნობით, დაახლოებით 23:30 საათზე, მაშინ როცა ბორის ნემცოვი ხიდზე მეგობარ გოგონასთან ერთად მიდიოდა, უცნობი ავტომანქანიდან მისი მიმართლებით დაახლოებით 6-7 გასროლა მოხდა, აქედან 4 ნემცოვისთვის სასკივდილო აღმოჩნდა. ავტომანქანის იდენტიფიცირება ჯერ-ჯერობით არ მომხდარა - წერს რუსული მედია.
პოლიციის ცნობით, მკვლელობა კარგად იყო დაგეგმილი. ამ დროისთვის ექსპერტიზა ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით აღძრა.

მასალის გამოყენების პირობები






