განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
,,ბორის ნემცოვმა თავისი ცხოვრება უფრო დემოკრატიულ, წარმატებულ და ღია რუსეთს მიუძღვნა. აგრეთვე, რუსეთსა და მის მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირს. ის თავის ქვეყანას ემსახურა როგორც მთავრობის წევრი, პარლამენტარი, ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორი, პოლიტიკური ლიდერი და აქტივისტი. ის ყველა პოსტზე ცდილობდა რუსეთის რეფორმირებას და გახსნას; რუსი ხალხის გაძლიერებას, რომ მათ მეტი ძალაუფლება ჰქონოდათ ქვეყნის ცხოვრებაში. ის ძალიან დააკლდება რუსეთს და მთელ მსოფლიოს. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისაკენ მოუწოდებს, რათა დროულად ჩატარდეს გამოძიება და პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულებას გადაეცეს. ჩვენი ფიქრებით რუს ხალხთან, ბატონი ნემცოვის ოჯახთან და მეგობრებთან ვართ," - აცხადებს კერი.
მასალის გამოყენების პირობები






