ბორის ნემცოვის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად შეკვეთილ მკვლელობა განიხილება
მსოფლიო - 10:51, 28 Feb, 2015     2362
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ბორის ნემცოვს მინიმუმ შვიდ-რვაჯერ ესროლეს. სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით „მკვლელობა“ და „იარაღის უკანონო ბრუნვა“ არის აღძრული.


საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გამოძიება რუსი პოლიტიკოსის მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მათ შორისაა შეკვეთილი მკვლელობა.

რუსეთის შს მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ პოლიტიკოსს თეთრი მანქანიდან ესროლეს. კამერებმა კი, მკვლელობის დროს ხიდზე გამავალი სამი მანქანა დააფიქსირეს. ავტომობილების სანომრე ნიშნები უკვე ცნობილია და ამჟამად მათი ძებნა მიმდინარეობს. ამავდროულად, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ავტობოლზე რომლიდანაც პოლიტიკოსს ესროლეს, ნომრები არავის დაუფისირებია.

გამოძიება გარდა შეკვეთილი მკვლელობის ვერსიისა, მუშაობს ასევე ნემცოვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ვერსიაზე, ასევე ვერსიაზე, რომელიც მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება იაროსლავის ოლქში. არ არის გამორიცხული ეჭვიანობაც.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში წუხელ ჩაცხრილეს.

ნემცოვი მოძრაობა „სოლიდარობის“ დამფუძნებელი და პარტია «РПР-ПАРНАС»-ის თანათავმჯდომარე იყო. ბორის ნემცოვმა პოლიტიკური მოღვაწეობა 1991 წელს ნიჟეგოროდის ოლქის გუბერნატორის თანამდებობით დაიწყო. ორი ვადის გასვლის შემდეგ, ნემცოვმა რუსეთის მთავრობაში განაგრძო მუშაობა. იყო ნავთობისა და გაზის მინისტრი. 1997 წელს მთავრობის მეთაურის პირველი მოადგილე გახდა. შედიოდა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოში. გადადგომის შემდეგ, 1999—2003 წლებში გახდა დუმის დეპუტატი. 2013 წლის არჩევნებში იაროსლავის ოლქის დეპუტატად აირჩიეს.

ნინო ზედგენიძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42