ავტომობილის მძღოლი, რომელიც ნანა გიგლემიანს დაეჯახა, დაკავებულია
სამართალი - 21:10, 27 Feb, 2015     15377

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 6 თებერვალს ქალაქ ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი 1990 წელს დაბადებული გიორგი ი. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს მისი მართვის ქვეშ მყოფი „გაზ-53“–ის მარკის სატვირთო ავტომობილით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს – 19 წლის ნანა გიგლემიანს შეეჯახა, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და სხვადასხვა სახის ექსპერტიზების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ სხვა სახის ავტომობილს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული დადასტურებულია შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ „გაზ 53“-ი მოდელის სატვირთო ავტომობილზე არსებული დაზიანებებით, თავად მძღოლის, მისი მგზავრების და სხვა უშუალო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით. ასევე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტრასოლოგიური და კომპლექსური ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ექვსი სხვადასხვა სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერების გაშიფრვით და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპულატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42