რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთერთი ბოევიკის, მეტსახელად „ჯიჰადისტი ჯონის“ ვინაობა ცნობილია.
ჯიჰადისტი, რომელიც საკმაოდ ხშირად ჩნდება დაჯგუფების მიერ ატვირთულ ვიდეოებზე, კუვეიტში დაბადებული ბრიტანეთის მოქალაქე, მუჰამედ ემვაზია.
გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ბოევიკი, რამდენიმე წლის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა.
„ჯიჰადისტი ჯონი“ პირველად ჩანაწერზე, გასული წლის აგვისტოში აღმოჩნდა. მაშინ, მან ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეიმს ფოლის სიკვდილით დასჯაში მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, დასავლური მედია მის ინგლისურ აქცენტზე ალაპარაკდა. მას შემდეგ ის, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებული ტყვეების დახოცვის ამსახველ თითქმის ყველა ჩანაწერში ფიგურირებს.
„ჯიჰადისტი ჯონი“ ბოლოს, იაპონელი მძევლების სიკვდილის დასჯაში მონაწილეობდა.
ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყებები გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






