ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის საზღვარი, 1000 ერთეულზე მეტმა რუსულმა სამხედრო ტექნიკამ - ტანკებმა, არტილერიამ და საჰაერო თავდაცვითი სისტემის აპარატებმა გადალახა.
სტოლტენბერგი რუსეთს, სეპარატისტების მხარდაჭერის შეწყვეტასა და ტექნიკის გაყვანისკენ მოუწოდებს.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მინკსის შეთანხმება, დონბასის კონფლიქტის მოგავრების საუკეთესო გზაა.
„აღმოსავლეთ უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის შემცირებას მივესალმები და ვიმედოვნებ, მხარეები პატივს სცემენ მინსკის ხელშეკრულებას. ცეცხლს შეწყვეტენ და მძიმე ტექნიკას კონფლიქტის ზონიდან გაიყვანენ“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნება და მინსკის ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე ფოკუსირებაა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






