უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული არმია კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანას დღეს დაიწყებს.
„მინსკის ხელშეკრულების თანახმად, უკრაინა სადემარკაციო ხაზიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანას, დღეს დაიწყებს. ამის შესახებ განცხადებას, პეტრო პოროშენკო დღის ბოლომდე გააკეთებს“- ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინული მხარე „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მინსკის შეთანხმების შესრულებას მოითხოვს“.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ბოევიკებმა“ განაცხადეს, რომ მათ სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაიწყეს, რასაც უკრაინული მხარე უარყოფს. უკრაინის სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელისა და ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ ლიდერის, დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, პრორუსული სეპარატისტები არათუ სამხედრო ტექნიკის გაყვანას, არამედ მის გადაჯგუფებას ახორციელებენ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






