ექსკლუზივი: "აქ ესეა საჭიროო" - რა მოხდა გენინსპექციაში?! - სოსანაშვილი ახალ დეტალებს ყვება
სამართალი - 17:05, 26 Feb, 2015     10034

იური ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატის თქმით, ვაზაგაშვილის საქმის გახნას შსს-ს რამდენიმე თანამშრომლის სამსახურიც შეეწირა.

ამის შესახებ სოსო ჯოგლიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.

ადვოკატი დეტალურად ჰყვება თუ როგორ მოხდა 6 თებერვალს გია სოსანაშვილისთვის დნმ-ის ანალიზის აღება, რომელიც მისი ინფორმაციით, არ დალუქულა.

როგორც ჯოგლიძე ამბობს, დეტალები ორი დღის წინ გია სოსანაშვილმა მოუყვა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა აღიდგინა სრულიად, თუ როგორ მოხდა პირველად, ანუ 6 თებერვალს დნმ-ის აღება, რომელიც არ დალუქულა. მან გაიხსენა, რომ დაახლოებით 08:00 საათზე მასთან განხორციელდა ზარი 126-დან, სადაც გაესაუბრა გენერალური ინსპექციის მთავარი სამმართველოს უფროსი როინ ასანიძე, რომელმაც ის თავის კაბინეტში დაიბარა. იქ მოუტანეს ღრუბელი, რომელიც სამ ნაწილად გაყვეს და უთხრეს პირის ღრუს ნაწილში ჩაედო. იქ ექსპერტებიც იყვნენ, რომლებმაც მუშაობის პერიოდში ხელთათმანი შეიცვალეს, ესეც ეჭვს ბადებს. ეს ნამუშევარი ხელთათმანი იყო. ამიტომ გვაქვს ეჭვი, რომ 6 თებერვალს აღებული დნმ-ის ანალიზი დატანილია შემთხვევის ადგილზე. 7 თებერვალს მას უკვე დაუკავშირდა პროკურორი და უთხრა, რომ დნმ-ის ანალიზი უნდა აეღო. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გადმომცა, მას უთქვამს, რომ 6-ში ანალოგიური შემოწმება გაუვლია. სოსანაშვილს ისიც უთქვამს, რომ ეს ანალიზი არ დალუქულა. პროკურორმა კი უპასუხია, მე არ ვიცი შენი სამმართველო რას აკეთებს, აქ ესეა საჭიროო“, - აცხადებს ჯოგლიძე.

როგორც ჯოგლიძე ამბობს, იმისთვის, რომ სოსანაშვილის დნმ-ის ანალიზი ჰქონოდათ, შსს-ს თანამშრომლებს გეგმიური შემოწმება ჩაუტარეს.

„საქმის გაპრავების მზინით გეგმიური შემოწმება ჩაატრეს და რამოდენიმე თანამშრომლის სამსახურიც შეიწირეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ახმაურებს, ეს ყველაფერი ხდება მთავრობისგან მიითებით, რომ ვიღაცაზე ჯოხი გადატეხონ. სოსანაშვილი ამბობს, ეს საქმე გახსნილი არ არისო. ბევრი მტკიცებულება გვაქვს რაც მის უდანაშაულებას ადასტურებს. არც ის არის სწორი ინფორმაცია, რომ სოსანაშვილი დუმილის უფლებას იყენებსო. მას ჩვენება უკვე მიცემული აქვს და ადასტურებს, რომ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე“, - განაცხადა ჯოგლიძემ.

პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის საქმეზე გია სოსანაშვილი 8 თებერვალს დააკავა.

ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42