ტეხასის სასამართლომ, კომპანია Apple-ს, Smartflash-ის სასარგებლოდ 532.9 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
სასამართლოს განაჩენის მიხედვით, კომპანიამ პროგრამა - iTunes-ის შექმნისას, Smartflash-ის 3 პატენტი გამოიყენა.
Smartflash-ის განცხადებით, მიყენებული ზარალი 852 მილიონ დოლარს შეადგენს.
თავად Apple-მა სხვისი პატენტის გამოყენების ფაქტი აღიარა, თუმცა კომპანიის განცხადებით, მხოლოდ ზარალი 4,5 მლნ დოლარს შეადგენს. Apple-ში მიიჩნევენ, რომ სასამართლომ უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა . კომპანიის იურისტები ვაშინგტონის სასამართლოში აპელაციის შესატანად უკვე ემზადებიან.
Appleის წარმომადგენლის განცხადებით, Smartflash-ი პროდუქციას არ არაწრმოებს, არ ქმნის სამუშაო ადგილებს და ახლა, ამ პატენტების მეშვეობით ფულის მარტივად შოვნა გადაწყვიტა.
"სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. ჩვენი იურისტები აპელაციაზე უკვე მუშაობენ"- განაცხადა კომპანიის წარმომადგენლემა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






