"რამდენიმე დღეა, კომპანიის ხელმძღვანელობა აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს გაფიცულ მძღოლებთან, ჩვენი მხრიდან მათ მიერ წამოყენებული არაერთი მოთხოვნა იქნა გათვალისწინებული, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. მათი ბოლო მოთხოვნა, სრული ყოველდღიური გადასახადის შემცირდეს 30%-ით, რაც თითოეულ მძღოლზე 2 კვირაში შემოსავლის 300-დან 600 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. ეს კომპანიას ფინანსურ ზარალს მოუტანს და ამის განხორციელება შეუძლებელი იქნება.
ამის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობა მზად არის, 3 დღის განმავლობაში კიდევ აწარმოოს აქტიური მოლაპარაკებები გაფიცულებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შპს "თბილისის მიკროავტობუსი" იძულებული იქნება, გააუქმოს იჯარის ხელშეკრულება მოიჯარე მძღოლებთან და გამოაცხადოს კონკურსი, რის შედეგადაც მოხდება ახალი მძღოლების შერჩევა. ჩვენ ვითვალისწინებთ დედაქალაქის მოსახლეობის მოთხოვნას და ვერ დავუშვებთ, რომ თბილისი პარალიზებულ მდგომარეობაში იყოს", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






