ჩეხეთის დედაქალაქში, რუსეთის აგრესია გააპროტესტეს.
გუშინ, პრაღაში ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, მომიტინგეებმა რუსეთის საელჩოს ღობეზე თავი მიიჯაჭვეს.
ტრანსფარანტებსა და საკუთარ სხეულზე, აქციის მონაწილეებმა ანტიპუტინური ლოზუნგებიც დაწერეს: „პუტინი - მკვლელია,“ „თავისუფლება ნადეჟდა სავჩენკოს,“ „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის“ - სკანდირებდნენ მომიტინგეები.
შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 33 წლის უკრაინელი მფრინავი ქალი, ნადეჟდა სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. მას შემდეგ სავჩენკო პატიმრობაში იმყოფება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






