ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაურის, ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, ალიანსი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით აღშფოთებულია და მოლდოვას, რუსეთისგან მომავალი შესაძლო საფრთხის შესახებ აფრთხილებს.
მისი თქმით, დნესტრისპირეთში განთავსებული რუსული არმიის მიზანი, „დასავლეთთან მოლდოვის დაახლოების თავიდა აცილებაა.“
„როგორც მოლდოვაში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში რუსეთი „ფართო პროპაგანტისტულ კამპანიას“ უკვე ახორციელებს“ - აღნიშნა ბრიდლავმა.
მისი განცხადებით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი „ბოევიკები“, სავარაუდოდ აგრესიას გააგრძელებენ.
„არ მგონია, რომელიმე ჩვენგანი დარწმუნებული იყოს, რომ რუსეთმა უკრაინაში თავის გეგმებს მიაღწია. ამიტომ აგრესიის გაგრძელება სავსებით მოსალოდნელია“- დასძინა გენერალმა.
ბრიდლავის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, ევროპაში უსაფრთხოების მხრივ ბევროდ უფრო რთული ვითარებაა. მისივე თქმით, რუსეთი „ბოევიკებს“ აქტიურად ეხმარება, როგორც ჯავშანტექნიკით, ასევე ცოცხალი ძალითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით.
„ეს არა რეგიონული, არამედ გლობალური პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად საერთაშორისო საზოგადოებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს“- დასძინა ბრიდლავმა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






