ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დიდი სახელმწიფოები ირანის ბირთვულ პოლიტიკასთან მიმართებით „დანებებაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, დასავლეთმა თავი შეიკავა ირანისთვის ბირთვული იარაღის წარმოების ხელშეშლაში.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
აღნიშნული განცხადება, ისრაელსა და ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ ისრაელის-პრემიერ მინისტრი, მომავალ კვირას რესპუბლიკელების მიწვევით აშშ-ში გაემგზავრება, სადაც კონგრესში სიტყვით გამოვა, თუმცა არ შეხვდება ბარაკ ობამას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ნეთანიაჰუს განცხადებას გამოეხამურა და აღნიშნა, რომ ირანთან მოლაპარაკებების შეფასება არასწორი მიმართულებით მოხდა.
ამავდროულად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბარაკ ობამას მრჩევლმა, სიუზან რაისმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს კონგრესში სიტყვით გამოსვლა, ისრაელისა და აშშ-ის ურთიერთობისთვის „გამანადგურებული“ იქნება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






