ალ-ქაიდა რუსეთში ტერაქტების სერიას გეგმავდა.
ამის შესახებ, 2011 წელს მოკლული, ტერორისტების ლიდერის - ოსამა ბინ ლადენის სახლში ნაპოვნილი დოკუმენტები მოწმობენ.
დოკუმენტები, გუშინ ნიუ-იორკში, ტერორიზმში ეჭვმიტანილი აბიდ ნასირის სასამართლო პროცესზე განიხილეს.
აღნიშნულ დოკუმენტებში საუბრაია ევროპაში განსახორციელებელ თავდასხმებზე. როგორც ბინ ლადენისამდი გაგზავნილი ერთერთი წერილიდან გაირკვა, ტერორისტები რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში,მათ შორის დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ, თუმცა რამდენიმე მათგანი სამართალდამცავებს ჩაუვარდათ ხელში.
რაც შეეხება ეჭვმიტანილ აბდილ ნასირს, მას მანჩესტერის სავაჭრო ცენტრსა და ნიუ-იორკის მეტროზე განხორციელებულ თავდასხმებზე მონაწილეობაში ედება ბრალი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთიდან მისი ექსტრადირება, 2 წლის წინ მოახდინა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






