შსს-ს არქივმა კრებულის და ფილმის პრეზენტაცია გურიის რეგიონში გამართა
სამართალი - 10:15, 26 Feb, 2015     770

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და მედიასახლ -„გურია NEWS“-ის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით, ჩოხატაურში, კინოთეატრ „გურიაში“ გაიმართა ღონისძიება - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი მდინარაძე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და ჟურნალისტები.

აღსანიშნავია, რომ დამსწრეებს შსს-ს არქივის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი - „ვინ მოკლა ილია...“ წარუდგინეს, რომლის ჩვენებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პერმანენტულად მიმდინარეობს.

ასევე გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული წიგნის - „არქივის კვალდაკვალ - ჩოხატაური“ პრეზენტაცია. კრებულში აღწერილია საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდგომი პერიოდი: თუ როგორ მზადდებოდა 1924 წლის აჯანყება, როგორ ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლება ეკლესიებს და რა მეთოდებით აწარმოებდა ანტირელიგიურ კამპანიას. წიგნში აგრეთვე წარმოდგენილია დახვრეტილთა სიები, „სამეულთა“ სხდომების ოქმები და გურულ რევოლუციონერთა მოგონებები. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების სამსჯავროზე პირველად იყო გამოტანილი ქართველი ბოლშევიკის, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის, მიხეილ კახიანის მოხსენება გურულების განათლებულობასა და პოლიტიკურ აქტივობაზე.

ამას გარდა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საარქივო დოკუმენტების საფუძველზე მომზადებული თემატური ბანერების ექსპოზიცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42