პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს, 2010 წელს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევების გადაცემის მოთხოვნით მიმართა.
2010 წლის აპრილში, სმოლენსკთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი და მისი 100 თანმხლები პირი დაიღუპა.
თვითმფრინავის ნამსხვრევების გადაცემის პირობა, პოლონეთს 2013 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მისცა. თუმცა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სანამ გამოძებასთან დაკავშირებული პროცედურები არ დასრულდება, ნამსხვრევების გადაცემა ვერ მოხერდება.
რუსეთის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგების მიხედვით, ავიაკატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის დაუდევრობა გახდა, თუმცა ვარშავა ამ ვერსიას არ ეთანხმება.
პოლონულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუკი ნამსხვრევების გადაცემა არ მოხდება, პოლონელი ექსპერტებისა და გამომძიებლების დელეგეცია, რუსეთს ეწვევა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






