ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
მსოფლიო - 16:05, 25 Feb, 2015     1715

მოსკოვში, უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მისი ადვოკატის, მარკ ფეიგინის განცხადებით, „სასამართლოს პრაქტიკულად უკანასკნელი შანსი აქვს სავჩენკოს გათავისუფლებისა და მისი უდანაშაულობის აღიარების, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სიკვდილის უფლებას მისცემს.“

შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 33 წლის უკრაინელი მფრინავი, 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. მას შემდეგ სავჩენკო პატიმრობაში იმყოფება.

უკრაინელ პილოტს რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ჟურნალისტების მკლელობაში ედება ბრალი.

სავჩენკოს განცხადებით, მას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, სეპარტსიტებმა უკანონოდ გაიტაცეს და პატიმრობიდან გათავისუფლებამდე ან სიკვდილამდე შიმშილობას განაგრძობს.

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თქმით, "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრაზე მხარეებმა უკანონოდ დაკავებული პატიმრების, მათ შორის სავჩენკოს გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული განცხადება უარყო.

ევროსაბჭომ რუსეთის მთავრობას სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა, რადგან მას საერთაშორისო იმუნიტეტი იცავს, რაზეც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ უკრაინელ პილოტ ქალს ავტომატურად არ გაათავისუფლებენ, რადგან მის წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებებია და მისი უდანაშაულობა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42