ეკონომიკის მინისტრი ლარის კურსისი დასტაბილურებას დაახლოებით მაისიდან ვარაუდობს. როგორ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში განხორციელდება რამდენიმე პროექტი განხორციელდება, რომელშიც ჩადებული ინვესტიციაც ლარის კურსს დაასტაბილურებს.
მინისტრი ბიზნესმენებთან შეხვედრას კონსტრუქციულს უწოდებს. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იმ გეგმებზეც იყო, რომლის განხორიცელებამ სავალუტო დისბალანსი უნდა აღმოფხვრას და საშუალოვადიან პერსპექტივაში სიტუაცია გამოასწოროს.
„შეხვედრაზე წარვადგინეთ კონკრეტული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა. რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით სურვილი უკვე გამოითქვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს აბსოლუტური რეალური ინვესტიციებია. მარტო ამ ობიექტებით ვფიქრობთ, რომ ორი-სამი თვის განმავლობაში, დაახლოებით, 300-350 მლნ აშშ დოლარის მობილიზებას მოვახდენთ. საპრივატიზაციო ობიექტების ძალიან დიდი ჩამონათვალი არსებობს. მათ შორის არის ეკონომიკის სამინისტროს შენობა, წყნეთის აგარაკების ტერიტორია და სხვა ობიექტები. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გამოვიცვალოთ ადგილი და იქ აშენდეს სასტუმრო დანიშნულების ობიექტი. ობიექტების საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამონათვალია რომლებიც ლარის კურსს მნიშვნელოვნად დაასტაბულურებს“, - განაცხადა მინისტრმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






