ალიევის განცხადებით აზერბაიჯანის მთავრობამ მანათი სპეციალურად გააუფასურა
მსოფლიო - 13:33, 25 Feb, 2015     4303
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, იმის გამო რომ მანათის გამყარება ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად მოქმედებდა, აზერბაიჯანის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო მანათის გარკვეულ დონემდე გაეუფასურებინა.

ალიევის თქმით "ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა შესაძლო რისკისგან იყოს დაცული აზერბაიჯანელი ხალხი, აზერბაიჯანის სტაბილურობა და ხალხის არჩევანი."

"ნეგატიურ პროცესებს, რომელიც როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე, ევროპასა და დსთ-ში მიმდინარეობდა, გავლენა არ მოუხდენია ჩვენს ქვეყანაზე, რამდენადაც ჩვენ მზად ვართ ჩვენვე დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი არჩევანი. თუმცა, ეკონომიკურმა პროცესებმა რეგიონში, რა თქმა უნდა, გავლენა ჩვენზეც მოახდინა. რამდენიმე დღის წინ მანათის კურსი შეიცვალა. უნდა აღვნიშნო, რომ 2006 წელს ჩვენ ფინანსური რეფორმა გავატარეთ. იმ დრომდე 1 აშშ დოლარი 5000 მანათი იყო. ჩვენ ის დოლართან მიმართებაში გავათანაბრეთ. 10 წლის განმავლობაში მანათი თანდათან უფრო მყარდებოდა, რაც ჩვენი ეკონომიკური რეფორმების წარმატებას უსვამდა ხაზს. თუმცა, მეორე მხრივ, მოვლენები, რომელიც მეზობელ ქვეყნებში ვითარდება და მათთან ეროვნული ვალუტის უეცარმა დევალვაციამ ჩვენზეც მოახდინა გავლენა. გარდა ამისა, ნავთობზე მსოფლიო ფასის ვარდნამ ჩვენს შემოსავლებზეც იმოქმედა. პარალელურად, მანათის კურსის გამყარება ჩვენს ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა. ამიტომაც, გადაწყვეტილება მივიღეთ მანათის გარკვეულ გაუფასურებაზე", - ამბობს ალიევი.

ალიევის თქმით, ამის შესახებ იანვარში რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შედეგებზე გამართულ კონფერენციაზე მან ღიად განაცხადა, რათა ხალხს ამის შესახებ სცოდნოდა და მზად ყოფილიყვნენ.

"იმისთვის, რომ არავისთვის სურპრიზი არ ყოფილიყო, ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი, რომ მანათი ზედმეტად გამყარდა და ეს ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე. შემდეგ ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომ წლის ბოლომდე მანათის კურსი თანდათანობით დაიკლებს. შემდეგ ჩვენ ვნახეთ გარკვეული აჟიოტაჟი კურსის სუსტი ცვლილების პირობებშიც კი. ხალხი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მიაწყდა და დოლარის შესყიდვა დაიწყო. აღნიშნული სიტუაციით ისარგებლა ზოგიერთმა სპეკულანტმა და უსაფუძვლოდ ფულის შოვნა გადაწყვიტა. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სავალუტო რეზერვები, ასევე ცენტრალური ბანკის რეზერვები შემცირდა. უბრალოდ ერთ ციფრს დავასახელებ. რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველდღიურად, ბაზარზე 500 მილიონ დოლარს ყიდულობდა ხალხი. ასე რომ გაგრძელებულიყო მომავალშიც, ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები მკვეთრად შემცირდებოდა. ამ შემთხვევაში მიღებული იყო გადაწყვეტილება მანათის დევალვაციის შესახებ, თუმცა, რეალურად მანათი საკუთარ ნიშნულს დაუბრუნდა. როდესაც რეფორმა დაიწყო, 1 მანათი 1 აშშ დოლარს უტოლდებოდა, დღესაც, 1 მანათი 1 აშშ დოლარია."

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განმარტებითვე, "ყველა ორგანიზაციას დაევალა, რომ თვითნებურად არ აწიონ ფასები."

"ტარდება მონიტორინგები და ისინი, ვინც თვითნებურად წევს ფასებს, მკაცრად დაისჯებიან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა ძირითადი საკვები პროდუქტი აზერბაიჯანში იწარმოება. შესაბამისად, საუბარიც ზედმეტია პროდუქციის გაძვირებაზე."




ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42