
თბილისის ყოფილი ვიცე მერი მამუკა ახვლედიანი ფინანსტა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაბარება თბილისში მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხს უკავშირდება.
მამუკა ახვლედიანი ვარაუდობს რომ გიგი უგულავასთვის ახალი ბრალის წარდგენა იგეგმება. ამის შესახებ მამუკა ახვლედიანმა საგამოძიებო სამსახურთან განაცხადა, სადაც იგი ადვოკატთან ერთად მივიდა.
"თუ ასე არ არის, სავარაუდოდ, საქმე ეხება თემების გადაფარვას, კერძოდ, იმას, რომ თბილისის მერიის უნიათო და ყოვლად უმსგავსო ქმედებები ყველასათვის ცნობილია. თვითმმართველობებში არაფერი კეთდება და ალბათ, შესაძლოა თვითმმართველობის თემების გადაფარვა ხდებოდეს აღნიშნულით", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
ახვლედიანის თქმით, ახლოვდება დრო, როცა უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადა უმთავრდება, ამიტომაც მისი ვარაუდით, შესაძლოა, საგამოძიებო უწყებები მისთვის ახალ ბრალს ამზადებდნენ.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






